1. პროექტის სახელი-“გარემოც ჩვენი სახლია"
2 .პროექტის მოკლე აღწერა- მოსწავლეების მიერ დაბინძურებული ადგილების მოძიება, მისი დასუფთავება და მწვანე ნერგების დარგვა.
3. მონაწილეთა ასაკი-12-16 წელი
4. პროექტის სრული აღწერა- ეკოლოგიისა და ბიოლოგიის გაკვეთილზე მოსწავლეები ერთმანეთისგან და პედაგოგისგან იკვლევენ, თუ რა საშუალებებით ხდება გარემოს დაბინძურება. იქმნება ჯგუფები,რომლებმაც უნდა მოიძიონ ასეთი დაბინძურებული ადგილები, მოძებნონ მისი გასუფთავების გზები და მოახდინონ მისი გამწვანება, რაშიც მათ ქალაქის გამწვანების სამსახური დაეხმარებათ. დასახავენ სამომავლო გეგმებს, თუ როგორ მოუარონ თავიანთ გამწვანებულ გარემოს.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე და შემდგომი დაკვირვებაც.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შეგროვებული ფოტოების პრეზენტაცია დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაჭრან პრობლემები, გეოგრაფიის და ბიოლოგიის პედაგოგისგან დააკონკრეტებენ, თუ რომელი მცენარეები გაიხარებენ ასეთ გარემო პირობებში.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტი,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ალბომი “უწინ, დღეს და მომავალში”, შექმნან ვებ-გვერდი, გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარების და დაკვირვების უნარ-ჩვევები.
8. სარგებელი სხვებისთვის- თავიანთი საქციელით მაგალითის მიმცემნი იქნებიან მომავალი თაობისათვის, რადგან მათ მიერ გასუფთავებული და გამწვანებული ადგილი შეიძლება დასასვენებელ გარემოდ გადაიქცეს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია – განსაზღვრავენ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას დააკავშირებენ მის ბუნებრივ თავისებურებებს;
ხელოვნება – შექმნიან ალბომებს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს `გარემოც ჩემი სახლია~ და გააფორმებენ სურათებით და წარწერებით.
ინფორმატიკა – შექმნიან პრეზენტაციებს განათავსებენ სკოლის ბლოგზე.
11.რესურსი-სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტ მასალა, power point, ფოტოაპარატი, მწვანე ნერგები,
12. შეფასება : ინდივიდუალურად და ჯგუფურად - 10-ბალიანი სისტემით.
13. პროექტის ფასილიტატორი:- ნინო ბერძნიშვილი
14. პროექტის ფასილიტატორის ელექტრონული ფოსტა- ninoberdzna@gmail.com
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www. ninoberdzna.blogspot.com